საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2270-რს