(ძალადაკარგულია - 11.11.20, №650)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №176
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის , საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების და საქართველოს მთავარი პროკურორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №2); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა (დანართი №3), საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა (დანართი №4), საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა (დანართი №5).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №108-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.980
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობის (ბეჭდის) ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 11 ნოემბრის №1206 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო) საჯარო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანის (შემდგომში – მოწმობა) ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) მკაცრი აღრიცხვიანობა;
გ) სამსახურებრივ კონტროლს დაქვემდებარება.
მუხლი 2
1. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით.
2. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელეები – „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს პროკურატურის მუშაკები.
თავი II. მოწმობის გაცემა და შეცვლა
მუხლი 3
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე მოწმობა გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუშაკებისა).
2. საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების საფუძველზე მოწმობა გაიცემა საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე (ნომენკლატურის ფარგლებში).
3. მოწმობა გაიცემა, თუ:
ა) პირს დაკავებული აქვს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) პირს შეჩერებული არა აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) პირის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური დევნა;
დ) პირს წარდგენილი აქვს განცხადება მოწმობის გაცემის მოთხოვნით, სადაც მითითებული უნდა იყოს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს სამინისტროს/საქართველოს პროკურატურის/აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი იარაღისა თუ თავის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის;
ე) პირს წარდგენილი აქვს შენახვის უფლებით იარაღის საკუთრებად გაფორმების დამადასტურებელი საბუთის დედანი და ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის;
ვ) პირს წარმოდგენილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი და ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს თავის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების და მუშაკების მიერ წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუშაკების მიერ – საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი დოკუმენტების ასლები, და ადგენს წარდგინებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
6. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას, რომელიც ექვემდებარება საკადრო უზრუნველყოფის დეპარატამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ წინასწარ ვიზირებას, ადგენს მინისტრის სახელზე. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მინისტრის მიერ დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. მინისტრის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება მინისტრის ბრძანების გამოცემისა და სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელისათვის მოწმობის გაცემის საფუძველია.
7. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას, რომელიც ექვემდებარება საკადრო უზრუნველყოფის დეპარატამენტის კურატორი მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ წინასწარ ვიზირებას, ადგენს საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. საქართველოს მთავარი პროკურორის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების გამოცემისა და პროკურატურის მუშაკისათვის მოწმობის გაცემის საფუძველია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №11-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.60
მუხლი 4
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე და საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუშაკებისა) მოწმობის გაცემას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე მოწმობის გაცემას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მუშაკებზე მოწმობის გაცემას ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №233-სსმ III, №157, 25.12.2009წ; მუხ.1889
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №11-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.60
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №49-სსმ III, №25, 10.03.2010წ; მუხ.377
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №108-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.980
მუხლი 5
სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებზე მოწმობა გაიცემა განსაზღვრული ვადით.
მუხლი 6
1. მოწმობა ექვემდებარება შეცვლას და ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის სახელის ან/და გვარის შეცვლისას;
ბ) სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლისას, თუ პირის მიერ დაკავებული ახალი თანამდებობა გათვალისწინებულია „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლით;
გ) მოწმობის ვარგისიანობის დაკარგვისას (მოწმობის დაზიანება ან ბუნებრივი ცვეთა);
დ) მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ წარდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოწმობის დაკარგვის ფაქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარმოადგინოს შესაცვლელი მოწმობა, ასევე მოწმობის შეცვლის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობის შეცვლა და ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემა დაიშვება მხოლოდ სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №11-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.60
თავი III. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიანი რეესტრი
მუხლი 7
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან (დოკუმენტურ და ელექტრონულ) რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოხელის სახელი, გვარი;
ბ) დაკავებული თანამდებობა, მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
დ) მოწმობის მოქმედების ვადა;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ვ) მონაცემები ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ზ) მონაცემები მოწმობის შეცვლის და ახალი მოწმობის გაცემის თაობაზე;
თ) მოწმობის გამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ი) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი;
კ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელმაც შეასრულა რეესტრის ჩანაწერი.
2. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ გაცემული მოწმობების საფუძველზე, აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების რეესტრს.
3. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების რეესტრში შეტანილი მონაცემების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №11-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.60
თავი IV. მოწმობის ჩამორთმევა
მუხლი 8
1. მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) პირი გათავისუფლებულ ან დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო;
ბ) საჯარო მოსამსახურეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) საჯარო მოსამსახურის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა;
ე) პირს მოწმობა მიღებული აქვს არასწორი ან არასრული მონაცემების (საბუთების) საფუძველზე, აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში;
ვ) პირი შედის (შევიდა) უცხო სახელმწიფოს სამსახურში;
ზ) დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება პირის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად;
თ) პირს აღარ უკავია სამინისტროს სისტემაში ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევის დაბრკოლების ან შეუძლებლობის შემთხვევაში, მოწმობის გამცემი ორგანო აღნიშნულის თაობაზე, მოწმობის ჩამორთმევის დაბრკოლების ან/და შეუძლებლობის მიზეზების მითითებით, აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, აგრეთვე იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, თუ პირი რჩება სამინისტროს სისტემის საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე, მასზე გაიცემა მინისტრის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.
4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს/საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანება №11-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.60
დანართი №2
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების და საქართველოს მთავარი პროკურორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
დანართი №3
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №108-სსმ III, №66, 09.06.2010წ; მუხ.980
დანართი №4
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №186-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1915
დანართი №5
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ მოწმობაში შესატანი სპეციალური აღნიშვნის ფორმა