,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1055
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.013.445
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.445

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1055

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს                         №874 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე: ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს №874 ბრძანებაში (სსმ III, 12.08.2008, №116, მუხ.1248) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი.

2. ბრძანების პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააგენტოს მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურებისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო და სპეციალური დანამატი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია