სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.441
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება№541
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ. №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №15) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
დანართი №15
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | ქვედანაყოფის დასახელება | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატი თვეში |
| 1 | საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი | მთავარი სერჟანტი | S-8 | 276 |
| 2 | სახმელეთო ჯარების სარდლობა | მთავარი სერჟანტი | S-8 | 276 |
| 3 | I ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 4 | II ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 5 | III ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 6 | IV ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 7 | V ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 8 | I საარტილერიო ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 9 | II საარტილერიო ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 10 | ცალკეული საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 11 | ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 12 | ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 13 | ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 14 | ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 15 | ცალკეული სამედიცინო ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |