,,საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6/2009
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2009-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.013.416
,,საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.013.416

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №6/2009

2009 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 1299 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 27 სექტემბრის შუალედური არჩევნებისათვის №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს.

მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენ­დარული დღის ვადაში.

მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                         ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                   გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია