სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.365
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №161
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანება;
ბ) „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის №246 ბრძანება;
გ) „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისათვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №18 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი