„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1801
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-31
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.22.024.013.346
„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.22.024.013.346

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1801

2009 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების)  ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2009 წლის 10 აგვისტოდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები (საფოსტო მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალებით:

ა) ,,ევროპის საბჭოს დაარსების 60 წელი“ – 1 (ერთი) დასახელების მარკა; ავტორი: შ. ლურსმანაშვილი; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 2.0 ლარი; რაოდენობა: 100 000 (ასი ათასი) ცალი; მარკის ზომა 23X37მმ.

 

მარკა №467

ბ) ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსების 50 წელი“ – 1 (ერთი) დასახელების მარკა; ავტორი: შ. ლურსმანაშვილი; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 1.0 ლარი; რაოდენობა: 100 000 (ასი ათასი) ცალი; მარკის ზომა: 23X37მმ.

 

 

მარკა №468

 

2.   ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია