„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
477
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-23
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.013.308
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.308

 საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №477

2009 წლის 23 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით (სსმ III, 29.02.08 წ., №32, მუხლი 337) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრან­სპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბა­ჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია