„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
473
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-23
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.304
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.304

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №473

2009 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07წ., №169, მუხლი 1877) დამტკიცებუ­ლი დებულების მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრან­სპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათა­ნადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგე­ნილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია