საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №244/ნ
2009 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 26 ივლისის 173/ნ ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №80, მუხ.719).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი