სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.240
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №121
2009 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თობაზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 86-ე პუნქტის 36-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2).
3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი (დანართი №3).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო) მიერ გასაცემი კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს ცარცის 300 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია შინდისფერი ფერის 4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“, ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“, სალიცენზიო მოწმობის დასახელება და გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემები: სალიცენზიო მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ლიცენზიის მფლობელის სამუშაო ადგილის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი, მის ბოლო მარცხენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მარჯვენა კუთხეში – სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით;
გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას: ,,აღსრულების ეროვნული ბიურო, სალიცენზიო მოწმობა“, აღსრულების ეროვნული ბიუროს ემბლემას და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;
დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღსრულების ეროვნული ბიურო
კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის
ს ა ლ ი ც ე ნ ზ ი ო მ ო წ მ ო ბ ა
სალიცენზიო მოწმობის ნომერი: ––––––––––––----–––––––––––––––--------––––
ლიცენზიის გაცემის თარიღი: ---–––––-––––––––––––––––––––––––––---------––
ლიცენზიის მფლობელი: --–––––––––––––––––––––––––––––––––––––------––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის მფლობელის სამუშაო ადგილის მისამართი: ------------------ –––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა: ------------------- ––––––––––-----------
----------------- ------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
----------------- ------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
----------------- ------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის გამცემი პირის თანამდებობა -------------- ––––––––––-----------------
(სახელი, გვარი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერა
ბ.ა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
დანართი №2
კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებელზე გასაცემი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო სალიცენზიო მოწმობის გამოყენებას, რეგისტრაციასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
მუხლი 2. სალიცენზიო მოწმობის დამზადება
1. სალიცენზიო მოწმობის დამზადება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეკვეთის საფუძველზე. სალიცენზიო მოწმობის ფორმის შეკვეთას აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. დამზადებული სალიცენზიო მოწმობების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობის შენახვა
1. სალიცენზიო მოწმობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სალიცენზიო მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება სალიცენზიო მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. სალიცენზიო მოწმობა ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
მუხლი 4. სალიცენზიო მოწმობის შევსება
1. სალიცენზიო მოწმობის შევსება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიულ სამსახურში.
2. შევსებული სალიცენზიო მოწმობის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობის გაცემა
1. სალიცენზიო მოწმობის გაცემა წარმოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
2. სალიცენზიო მოწმობის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე).
3. ლიცენზიის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დამოწმებული ქსეროასლი ინახება საქმეში ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად.
მუხლი 6. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი.
2. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის მფლობელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მიღების საფუძველი;
ბ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №110- ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერა
1. სალიცენზიო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) სალიცენზიო მოწმობის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ბლანკის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
გამოსაყენებლად უვარგისი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი
ქ. თბილისი
„––––“ „––––––––“ „––––“ წ.
წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი სალიცენზიო მოწმობა:
|
|
სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები |
რაოდენობა |
სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ნომერი |
ჩამოწერის საფუძველი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
სალიცენზიო მოწმობის გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი --------------------------------
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი --------------------------------