სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.228
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1411 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის ჟურნალების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება № 90 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა
|
№
|
კერძო აღმასრულებ -ლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი |
სამუშაო ადგილის მისამართი
|
ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
|
ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი |
ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი, ხელმომწერი პირის ვინაობა |
რეგისტრაციის ნომერი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი
1. კერძო აღმასრულებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის კერძო აღმასრულებლების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახური .
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება № 90 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) კერძო აღმასრულებლის სახელი, გვარი;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მისამართი;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი;
ე) ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა;
ვ) რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;
ზ) შენიშვნა.
1. კერძო აღმასრულებელზე გაცემულ ლიცენზიას ენიჭება შესაბამისი ნომერი. ლიცენზიის ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.
2. კერძო აღმასრულებლების თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან.