„კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-21
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.22.027.013.226
„კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.226

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №117

2009 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დადგინდეს კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის შემდეგი ოდენობები:

ა) ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისას (შენობიდან გამოსახლება, ნივთის გადაცემა), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისას და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღებისას გაწეული დახმარებისათვის – ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ორასი ლარი, სხვა დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების ტერიტორიაზე – სამასი ლარი;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ყველა სხვა სახის სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას გაწეული დახმარებისათვის – ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ასი ლარი, სხვა დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების ტერიტორიაზე – ორასი ლარი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №147 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია