,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
381
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-18
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.013.196
,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.013.196

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №381

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საბაჟო ორგანოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდე-ნიმე შემდეგი პირობა:

ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;

გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;

დ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულდა ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად.

6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საბაჟო ორგა-ნოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;

ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რაზეც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი

მოადგილე პ. პეტრიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია