,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
354
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-10
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.165
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.165

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №354

2009 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებით (სსმ III, 27.04.06, №58, მუხლი 763) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ქონების სახეობის გათვალისწინებით, მიუხედავად მისი ღირებულებისა, შესაძლებელია ქონების რეალიზაცია „სააგენტოს“ მიერ სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, „სააგენტოს“ გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 30%-ით შემცირების თაობაზე.

23. თუ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, “სააგენტოს“ გენერალური დირექტორი, საქა-რთველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია