,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტების დამტკიცების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
242
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-01
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.038.013.158
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტების დამტკიცების თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.158

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №242

2009 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტების დამტკიცების თაობაზე

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – პატიმარი) შევსების შემდეგი ლიმიტები:

ა) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60/ – 2380 პატიმარი;

ბ) № 2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64/ – 2744 პატიმარი;

გ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85/ – 1840 პატიმარი;

დ) №3 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77/ – 700 პატიმარი;

ე) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება /ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11/ – 970 პატიმარი;

ვ) №6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ –1400 პატიმარი;

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №510, სსმ III, №105, 25.08.2009წ., მუხ.1176

ზ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ – 1600 პატიმარი;

თ) № 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება/ – 2500 პატიმარი;

ი) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა/ – 650 პატიმარი;

კ) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. თბილისი, ავჭალის გზატკეცილი №17/ – 370 პატიმარი;

ლ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება /ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №33/ – 160 პატიმარი;

მ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ – 540 პატიმარი;

ნ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2 კმ/ – 250 პატიმარი;

ო) №1 საპყრობილე /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85/ – 750 პატიმარი;

პ) №3 საპყრობილე /დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება/ – 557 პატიმარი;

ჟ) №4 საპყრობილე /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9/ – 305 პატიმარი;

რ) №7 საპყრობილე /ქ. თბილისი, გულუას ქ. №31/ – 108 პატიმარი;

ს) №8 საპყრობილე /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2კმ/ – 3672 პატიმარი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №510, სსმ III, №105, 25.08.2009წ., მუხ.1176

2. ძალადაკარგულია - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №142-სსმIII, №126, 01.10.2010წ., მუხ.1838

კრებსითი — სრული ვერსია