,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
326
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-03
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.013.144
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.144

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №326

2009 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების    ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.05, №32, მუხლი 306) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ მასალებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი მათი მიღებიდან ერთი თვის ვადაში განსახილველად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს, რომელიც წარმოდგენილი მასალების ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია