„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
629
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-14
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.013.103
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.103

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №629

2009 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანების (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ. 2092) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 41

სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:

ა) 25 ლარი – სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს და სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ობიექტების დაცვის სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;

ბ) 9 ლარი – სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სპეციალური ოპერაციების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია