,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
287
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.095
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.095

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №287

2009 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის  31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

48-ე მუხლის:

ა) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორების/კანდიდატების) სტაჟირების ორგანიზება და წარმართვა, პრაქტიკის პროცესების წარმართვა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში;“;

ბ) ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა) ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა და შესაბამისი მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია