,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-28
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.013.062
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.013.062

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2009 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.მ6“ ქვეპუნქტი:

,,ჰ.მ6“ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობა;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, სახელობო, საბაზო საფეხურის ზოგადი, სრული ზოგადი, სრული ზოგადი ოქროსმედალოსნის, სრული ზოგადი ვერცხლისმედალოსნის, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი      პ. პეტრიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია