„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-01
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.038.013.036
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.036

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება

 ბრძანება №147

2009 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები:

ა) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60/;

ბ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85/;

გ) №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64/;

დ) №3 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77/;

ე) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება /ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11/;

ვ) №6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი);

ზ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/;

თ) № 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი /ვარციხის დასახლება/;

ი) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა/;

კ) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება / ქ. თბილისი, ავჭალის გზატკეცილი №17/;

ლ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება /ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №33/;

მ) №1 საპყრობილე /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85/;

ნ) №3 საპყრობილე /დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება/;

ო) №4 საპყრობილე /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. №9/;

პ) №7 საპყრობილე /ქ. თბილისი, გულუას ქ. №31/;

ჟ) №8 საპყრობილე /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2კმ/.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის ბრძანება №241-სსმIII, №69, 08.06.2009წ., მუხ.757

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებები:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ მე-2 კმ/.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის ბრძანება №241-სსმIII, №69, 08.06.2009წ., მუხ.757

2. ძალადაკარგულია - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №142-სსმIII, №126, 01.10.2010წ., მუხ.1838

კრებსითი — სრული ვერსია