,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
202
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-31
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.012.954
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.954

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №202

2009 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებით (სსმ III, 27.04.06 წ., №58, მუხ. 763) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება ვრცელდება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ქონებაზე, რომელიც ქონების ჩამორთმევისათვის და/ან გადაცემისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ განკარგვისთვის გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და განსაზღვრავს ამ ქონების რეალიზაციის წესს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია