საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2007 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №131 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №131 დადგენილება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი