„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/580
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-24
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.22.024.012.918
„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.22.024.012.918

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/580

2009 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2009 წლის 27 მარტიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები (საფოსტო მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალებით:

ა) ,,საქართველო“ – 1 (ერთი) მცირე ფურცელი 3 (სამი) მარკით; ავტორი კ. ვაშაკიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; მარკების ნომინალი, რაოდენობა და ნომერი: 0.3 ლარი, 50 000 ცალი. №454; 0.5 ლარი, 50 000 ცალი, №455 და 0.7 ლარი, 50 000 ცალი, №456; თითოეული მარკის ზომა: 30X37 მმ. მცირე ფურცლის რაოდენობა 50 000 ცალი.

მარკები №№ 454; 455; 456

(ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

ბ) ,,ვაზის ქართული აბორიგენული ჯიშები (ჩხავერი, ალექსანდროული, რქაწითელი, ოჯალეში, ცოლიკოური, თავკვერი, საფერავი)“ – 7 (შვიდი) დასახელების მარკა. ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 0.1, 0.2, 0.3, 0.4, 0.5, 0.7 და 0.9 ლარი. რაოდენობა: 50 000 ცალი. თითოეული; თითოეული მარკის ზომა: 37X39 მმ.

მარკა №457

 ჩხავერი

მარკა №458

ალექსანდროული

მარკა №459

რქაწითელი

მარკა №460

ოჯალეში

მარკა №461

 ცოლიკოური

მარკა №462

 თავკვერი

მარკა №463

 საფერავი

გ) ,,ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი“ – 1 (ერთი) დასახელების მარკა. ავტორები კ. ვაშაკიძე, ლ. ლეჟავა; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 0.8 ლარი; რაოდენობა: 100 000 ცალი; მარკის ზომა 28X37 მმ.

მარკა №464

დ) ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური 150 წლისაა“ – 1 (ერთი) დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 1.0 ლარი. რაოდენობა: 100 000 ცალი; მარკის ზომა 30X37 მმ.

მარკა №465

ე) ,,სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 350-ე წელი“ – 1 (ერთი) დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 0.6 ლარი. რაოდენობა: 50 000 ცალი; მარკის ზომა 37X39 მმ.

მარკა №466

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია