,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
173
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.012.908
,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.908

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №173

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.

 2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

 3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.

 5. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

 6. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

პ. პეტრიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია