საქართველოს მთავრობის
დადგენილება №243
2007 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103- ე მუხლის მე -15 ნაწილისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის შესაბამისად , დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ თანდართული დებულება და ფორმა .
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
დებულება
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
თავი I
რეგულირების სფერო
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვ ე ლობის სააგენტოს ( შემდგომ ში – სააგენტო ) ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ ( შემდგომ ში – ინსპექტირების ორგანო ) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების ( შემდგომ ში – შესაბამისი ორგანოები ) მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში .
3. დებულება , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან ერთად , აწესრიგებს სააგენტოს ან ინსპექტირების ორგანოს და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების წესს .
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებები .
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
თავი II
საზედამხედველო საქმიანობა
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 3. კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანი
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა, ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, დარღვევების გამოვლენა და მათი აღკვეთა, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა მომეტებული ტექნიკური საფრთხისაგან.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 4. კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ძირითადი პრინციპებია:
ა) დამოუკიდებლობა დაინტერესებული მხარეებისაგან;
ბ) საზედამხედველო საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა;
გ) ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას მეწარმე სუბიექტის უფლებათა დაცვა;
დ) კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება დარღვევების გამოვლენისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან შედარებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
თავი III
საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში კი გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ( მათ შორის , ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების ) შესახებ აქტს , აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის , აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში , აკონტროლებს , რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია , ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას ( მათ შორის , ტექნოლოგიური პროცესის , ტექნიკური ნაკეთობის , მექანიზმის , დანადგარის , მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას ).
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
თავი IV
საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება
მუხლი 8. საერთო დებულებები
1. სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება სააგენტოს ან შესაბამის იორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე . ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უფლებამოსილ პირს .
2. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად , რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებ ს, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სააგენტოს ათვის ან შესაბამისი ორგანოებისათვის .
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 10. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტზე მისვლისთანავე ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების ასლი .
2. აუცილებლობის შემთხვევაში, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების პროცესში, ინსპექტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მიმართოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით შეუძლებელია ინსპექტირების განხორციელება. აღნიშნულმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციის შექმნა.
3. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს კანონიერი მოქმედების განხორციელებაში.
4. ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის წარმომადგენლისაგან დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია ობიექტის საქმიანობის შესახებ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.
5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შესახებ, გამოუყოს სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისთვის ორგანიზაციული ტექნიკის (ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა.
6. ფოტოები და ვიდეოჩანაწერები გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, რომელიც საშუალებას იძლევა შედგეს უფრო ზუსტი აქტი ტექნიკური ინსპექტირების შესახებ. ამისათვის უნდა გამოიყენებოდეს ფოტოაპარატი (ვიდეოკამერა) თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირმა აღნიშნული უნდა დააფიქსიროს ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 13. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 15. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას ასევე მოწმდება სააგენტოს ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვების პირობების შესრულება . ასეთი შემოწმების ამოცანაა :
ა ) სანებართვო პირობების სრულად დაცვის შეფასება ;
ბ ) სანებართვო პირობების დარღვევის ან / და შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის დაჯარიმება .
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შემოწმება ან მისი გაუქმება რეგულირდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
თავი V
კონტროლის ღონისძიებათა შედეგები
მუხლი 19. ტექნიკური ინსპექტირების ოქმი და მისი შესრულების კონტროლი
1. ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ფორმდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმით ( შემდგომში – ოქმი ). ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად . ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს შემოწმების ჩატარებიდან ერთი დღის ვადაში . ოქმის ერთი ასლი რჩება ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოში . იმ შემთხვევაში , თუ ტექნიკური ინსპექტირება განახორციელა ინსპექტირების ორგანომ , იგი ოქმის ერთ ასლს უგზავნის სააგენტოს . ოქმის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად .
2. ოქმის ფორმა მოცემულია დანართის სახით.
3. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე , რაც ფიქსირდება ოქმში , რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე . ამასთან , კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია :
ა ) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ოქმში მითითებით ;
ბ ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს და გაუგზავნოს ოქმის ასლი ;
გ ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამო იწვევს უფრომეტ ზიანს , ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება , ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება , ინსპექტირების ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს .
4. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის პასუხისმგებელი პირის მხრიდან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან, მას შეიძლება დაერთოს ობიექტის წარმომადგენლის წერილობითი განმარტება ოქმთან დაკავშირებით.
5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის წარმომადგენლის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პირს ოქმში აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრისაგან.
6. ოქმები სააგენტოში ინახება ხუთი წლის განმავლობაში . ისინი შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება სააგენტოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში . ჟურნალის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .
7. ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ოქმში მითითებულ შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმულ ვადას.
8. გაჩერებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მუშაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტის მიერ ოქმში მითითებული ყველა პუნქტის შესრულების შესახებ საამისოდ უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინებისა და ადგილზე ოქმში აღნიშნული შეუსაბამობების გადამოწმების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
თავი VI
(ამოღებულია)

მუხლი 21. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 23. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფორმა № 1
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №407 – ვებგვერდი, 21.09.2012წ.
ტექნიკური ინსპექტირების ოქმი №
___________________ ___________ ______________________________
(ოქმის შედგენის ადგილი) (თარიღი)
___________________________________________________________________________ _____________
_____________________________ ______________________________________________________ _____
(მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)
_____________________________ ______________________________________________________ _____
_______________________________________________________________________________ _________

________________________________________________________________________________________
(ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი)
_____________________________ ______________________________________________________ _____
___________________________________________________________________________ _____________
ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი
________________________________________________________________________ ________________
(თანამდებობა, გვარი, სახელი)
_______________________________________________________________________________ _________
_____________________________ ______________________________________________________ _____
ტექნიკური ინსპექტირების საფუძველი
___________________________________________________________________________________ ______
_________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________ __________
_____________________________ ______________________________________________________ _____
ინსპექტირებაში მონაწილე ექსპერტი
_____________________________ ______________________________________________________ _____
________________________________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
უსაფრთხოებ ისათვის პასუხისმგებელი პირი / ორგანო
_____________________________ ______________________________________________________ _____
______________________________________________________________________________ __________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შემოწმების შედეგები და შესაბამისობის შეფასების მონაცემები :
_____________________________________________________________________ ____________________
( შეუსაბამობის ( არაარსებითი , I ხარისხისარსებითი , II ხარისხის არსებითი , I ხარისხის კრიტიკული , II ხარისხის კრიტიკული ) არსებობის შემთხვევაში – გამოვლენილი შეუსაბამობა ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლის , პუნქტის მითითებით , გასატარებელი ღონისძიებები , გამოსწორების გონივრული ვადა )

ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება

ოქმს თან ერთვის დანართი:

___________________________________________
(ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა)
______________________________________
(ოქმის შემდგენლის ხელმოწერა)
_______________________________________
(ექსპერტის ხელმოწერა)
ფორმა 2