სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.028.012.826
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/11
2009 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 25 თებერვლის ბრძანება №3/31-სსმIII, №22, 25.02.2010წ;მუხ.279
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო |
| სამდივნოს უფროსი | 1700 |
| მინისტრის მრჩეველი | 1000 |
| თანაშემწე | 700 |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2100 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1800 |
| სამსახურის უფროსი | 1600 |
| სამმართველოს უფროსი | 1400 |
| კანცელარიის უფროსი | 1400 |
| პროტოკოლის უფროსი | 1400 |
| კონსულტანტი | 800 |
| მთავარი სპეციალისტი | 800 |
| სპეციალისტი | 600 |
| მძღოლი | 400 |