,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-20
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.012.807
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.807

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №97

2009 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

�ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

��� მუხლი 1

�ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ. 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. სახაზინო კოდი � �3250�-ის (�შემოსავალი სანქციებიდან� (ჯარიმები და საურავები) დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო�) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

შემოსავალი სანქციებიდან� (ჯარიმები და საურავები) უბილეთო მგზავრობის გამო

3255

 

2. სახაზინო კოდი � �3254�-ის (�შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო�)� შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:

 

შემოსავალი ჯარიმებიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში

 

დასუფთავების წესების დარღვევის გამო

3256

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო

3257

თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო

3258

��� მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია