,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 24 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო
მიღების თარიღი
2009-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-05
სარეგისტრაციო კოდი
290.160.000.50.054.012.735
,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 24 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.50.054.012.735

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს

უფროსის ბრძანება №15

2009 წლის 2 თებერვალი

 ქ. თბილისი

,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 24 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 24 დეკემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ,,ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ოდენობად (P) მიიჩნევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრემიასა და ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სავალდებულო დაზღვევის ბიუროში განსახორციელებელ შენატანებს შორის სხვაობა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქადაგიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია