,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-21
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.012.7301
,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.012.7301

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №35

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) მამუკა საბანაძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ბ) რევაზ ჭარბაძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსი;

გ) ზურაბ კვიციანი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსი;

დ) ვლადიმერ გვასალია – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების უფროსი;

ე) გიორგი შალამბერიძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 7 ნოემბრის №756 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ზ. თავაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

კრებსითი — სრული ვერსია