,,კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
104
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2021-04-08
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.012.711
,,კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №104

2009 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 85-ე პუნქტისა და მე-14 მუხლის საფუძველზე, აგრეთვე ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის თანდართული ფორმა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი .


კრებსითი — სრული ვერსია