სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.689
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №17
2009 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ე1” ქვეპუნქტი:
„ ე1) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი