„აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-03
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.003.000.679
„აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2007 წლის 22 თებერვალი

 ქ. თბილისი

აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

1. საქართველო მიუერთდეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) საარჩევნო ოლქს ავსტრალიის ხელმძღვანელობით.

2. აზიის განვითარების ბანკში (ADB) საქართველოს მხა­რის მმართველად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მი­ნისტრი და ალტერნატიულ მმართველად – საქართველოს ეკო­ნომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №217 - სსმ III, №96, 04.08.2010წ., მუხ.1405

3. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელ ოფიციალურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

4. საქართველოს აზიის განვითარების ბანკში (ADB) გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი აქტივების დეპოზიტარად განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №217 - სსმ III, №96, 04.08.2010წ., მუხ.1405

კრებსითი — სრული ვერსია