“საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-15
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.632
“საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.632

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №6

2009 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №17 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №3, მუხ. 29) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია