სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.034.012.611
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №21
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , „ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ და „ ნ “ ქვეპუნქტების საფუძველზე , ვბრძანებ :
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების , ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების , მათი გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების თანდართული წესი .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის № 583 ბრძანება - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
2 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების,ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო) ოქმის წარმოებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
მუხლი 2. ოქმის ფორმის დამზადება
1. ოქმის ფორმა მზადდება სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3. ოქმის ფორმების შენახვა
1. ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმების ფორმების ჩამოწერა და უტილიზაცია
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმების რაოდენობა .
3. გამოყენებული ოქმების ჩამოწერა ხორციელდება სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის გამო.
4. გამოყენებული და გამოსაყენებ ლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის № 583 ბრძანება - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
მუხლი 5. ოქმის ფორმების აღრიცხვა
1. ოქმის ფორმები უნდა აისახოს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი №1).
2. ჟურნალი შეიძლება იყოს ორი სახის:
ა) პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადებული;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში დამზადებული - დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს უნდა ჰქონდეს ქაღალდი გადაკრული ისე, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონარის გახსნა. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის ბეჭედი და ხელმოწერა.
3. ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან - ბლანკების შემოსავლისა და ბლანკების გასავლის ნაწილებისაგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.
დანართი №1
მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის
ჟ უ რ ნ ა ლ ი
შსს დანაყოფი ---------------------------------
დაიწყო 20__ წლის „___“ __________________
დამთავრდა 20__ წლის „___“ _______________
I ნაწილი - ბლანკების შემოსავალი
| № | შემოსვლის თარიღი
| საიდან იქნა მიღებული ბლანკები ( ორგანოს დასახელება ) საფუძველი ( ზედდებულის , მინდობილობის და სხვა №) | ბლანკების დასახელება | რაოდენობა | სერია №_______ დან №______ მდე | ბლანკები მივიღე , თანამდებობა , გვარი , ხელმოწერა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
II ნაწილი - ბლანკების გასავალი ( ბლანკების თითოეული დასახელებისთვის
გათვალისწინებულია ცალკე ფურცელი )
| № | გასავლის თარიღი
| ბლანკების დასახელება | რაოდენობა | სერია №_______ დან №______ მდე | ბლანკები მივიღე , თანამდებობა , გვარი , ხელმოწერა | აღნიშვნა გაფუჭებული ბლანკების მიღების შესახებ ( დასახელება , სერია , ნომერი , მიმღების თანამდებობა , გვარი , ხელმოწერა ) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1 ოქტომბრის №756 ბრძანება - ვებგვერდი, 06.10 .201 4 წ.