,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-13
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.659
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ,,საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინის­ტროს დებულების დამტკიცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დე-ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, სა­ქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტა­ტო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუ­ჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;“.

2. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედ­დეს 2007 წლის 15 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია