„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2018-12-22
სარეგისტრაციო კოდი
390.130.000.10.003.000.659
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

(ძალადაკარგულია - 22.12.2018, №4028 საქართველოს კანონი)

 

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №18

2007 წლის 6 თებერვალი

 ქ. თბილისი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

11 . დამტკიცდეს №1 და №2 დანართები თანდართული რედაქციით .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის №96 დადგენილება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, რეგულირდება კონვენციის შესაბამისად.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ( შემდგომში – სამინისტრო ) ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ( შემდგომში – შემოსავლების სამსახური ).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №354 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.  

    მუხლი 3. ნებართვის გაცემის საფუძველი

ნებართვა გაიცემა:

ა) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;

ბ) კონვენციის II დანართში შეტანილ სახეობათა ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;

გ) კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტისათვის.

    მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1 . ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუ­მენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნება­რთვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა , განხილვა და წარმო­ებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლით დადგენილი წესით .

2 . განცხადება , გარდა საქართველოს ზოგადი ადმინი­სტრაციული კოდექსის 78‑ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა , უნდა შე­ი­ცავდეს შემდეგ ინფორმაციას :

ა ) ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ზღვიდან ინტრო­დუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა , ნაწილი , დერივატი ) დასახელებას (ქართული და /ან სამეცნიერო სახელწოდება ), რაოდენობას , აღწერას ;

ბ ) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის , იმპორტის , რეექს­პორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული , ზოოპარკისათვის , ბოტანიკური ბაღისათვის , ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის , სა­მეც­­ნიერო , სანადირო ტროფეი , კერძო საკუთრება , სამედიცინო , საგან­მანათლებლო , ბუნებაში რეინტროდუქციისათვის /ინტროდუქციისა­თ­ვის , ხე­ლოვ­ნურად მოშენე­ბისა­თვის /ტყვეობაში გამრავლებისათვის );

გ ) ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისათვის განკუთვნილი სა­ხე­ობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს ;

გ1) ექსპორტიორისა და იმპორტიორის რეკვიზიტებს.

დ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თე­თრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შე­სახებ განცხადება, გარდა ამ პუნქტში აღნიშნულისა, დამატებით უნდა შე­იცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

დ.ა) ყოველწლიურად დაგეგმილი მოსაპოვებელი თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების რაოდენობას;

დ.ბ) ნაკვეთზე არსებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყო­ჩი­ვარ­დას გორგლების სავარაუდო რაოდენობას;

დ.გ) ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს;

დ.დ) ინფორმაციას, როდის იქნა პირველად გაშენებული თე­თრ­ყვავი­ლას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები მოცემულ ნაკვეთზე;

დ.ე)  ინფორმაციას, თუ რა იყო წყარო პირველად გაშენებული თე­თ­რ­ყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლებისა;

დ.ვ)  ინფორმაციას, თუ როდის იქნა უკანასკნელად დარგული თეთ­რ­ყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები ამ ნაკვეთზე და რა იყო მათი წყარო.

3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მისაღებად წარ­სადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის შემთხვევაში – კონვენციის I და­ნართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტიორი სა­ხელ­მწიფოს შესაბამისი ორ­გა­ნოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თე­თრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შე­სა­ხ­ებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ.ბ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რო­მელიც უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საერთო რაოდენობას (თეთ­რ­ყვა­ვილას (Galanthus wornowii) საექსპორტო ზომის ბოლქვების მარაგის და­დგენის მიზნით ხელოვნური მოშენების ნაკვეთი უნდა დანიმუშდეს 0.25 მ2 ფართობის კვადრატის რანდომული (შემთხვევითი) გადაგდებით 20-ჯერ ნაკვეთზე არსებულ თეთრყვავილას პლანტაციაში. თითოეულ და­ნიმუშების კვადრატში უნდა დაითვალოს თეთრყვავილას ღეროების რა­ოდენობა (ღეროების ჩახმობის შემთხვევაში – ერთ ღეროდ უნდა ჩა­ი­თვა­ლოს ბოლქვიდან ამოზრდილი ორი ფოთოლი); 20-ვე კვადრატის და­ნი­მუშების შემდგომ უნდა გამოითვალოს საშუალო მაჩვენებელი ფარ­თო­ბის ერთეულისთვის (მაგ., 02.5 მ2 ან 1 მ2), რომელიც უნდა ექსტრაპო­ლი­რდეს თეთრყვავილას პლანტაციით დაფარულ მთლიან ფართობზე, რის შედეგადაც გამოითვლება თეთრყვავილას ღეროების სიმჭიდროვე მო­ც­ემულ ხელოვნური მოშენების ნაკვეთში. მიჩნეულია, რომ თეთ­რ­ყვა­ვი­ლას ორ ღეროზე საშუალოდ ერთი ბოლქვია განვითარებული, ხოლო და­ნიმუშების კვადრატში ამ გზით გამოთვლილი ბოლქვების ნახევარი სა­ექსპორტო ზომისაა. ამ დაშვებების საფუძველზე უნდა გაანგარიშდეს სა­ექსპორტო ბოლქვების რეალურთან მიახლოებითი მარაგი ხელოვნური მო­შენების ნაკვეთებზე), საექსპორტო რაოდენობას, მოშენების ხანგრძ­ლი­ვობას, სასაქონლო ბოლქვების/გორგლების მაქსიმალურ რაოდენობას, რო­მელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს ნაკვეთიდან ყოველწლიურად, დას­კვნის მოქმედების ვადას. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს და­დე­ბ­ითი დასკვნის გაცემისას ნაკვეთზე არსებული ბოლქვების/გორ­გლ­ებ­ის და საექსპორტოდ დაგეგმილი ბოლქვების/გორგლების რაოდენობათა თა­ნაფარდობა უნდა იყოს ისეთი, რომ ნაკვეთზე მუდმივად ხდებოდეს მშობ­ლიური თაობის იმ რაოდენობის შენარჩუნება, რაც აუცილებელია ყო­ველწლიურად სასაქონლო ზომის ექსპორტისათვის დაგეგმილი ოდენ­ობ­ის მისაღებად, რათა გამოირიცხოს ნაკვეთზე ბოლქვების/გორგლების შემ­დ­გომი შემატების საჭიროება. დადებითი დასკვნა შეიძლება გაიცეს არა უმ­ეტეს 3 წლის ვადით. დასკვნის გაცემისათვის საფასური განისა­ზღვ­რე­ბა საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

გ) სახეობათა ნიმუშ (ებ)ის იმპორტის შემთხვევაში – წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო ცოცხალი ნი­მუ­შის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სა­თა­ნადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ;

დ) რეექსპორტის შემთხვევაში:

დ.ა) ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის მიერ გა­ცე­მუ­ლი ნებართვა ან სერტიფიკატი;

დ.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ცო­ცხალი ნი­მუ­შე­ბის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის ნე­ბარ­თვა;

ე) ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში – ნიმუშის შენახვისა და მო­ვ­ლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დო­კუ­მენტები.

4. თუ ნებართვის გაცემა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №354 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 02.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 5. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები

1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში:

ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;

ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ბ.ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი იმპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;

ბ.ბ) თუ ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული მიზნებისათვის;

გ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას.

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთ­ ხვე­ ვაში (გარდა თეთრყვავილა ს ბოლქვების ან/და ყოჩი­ვარდას გორგ­ ლების კომერციული მიზნით ექსპორტისა):

ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გა­ მო­ აქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;

ბ ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის გადა­ შენების საფრთხეს მოცემულ სახეობას.

3. თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების კო­ მერ­ ციული მიზნით ექსპორტისას ნებართვა გაიცემა:

ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე (რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული);

ბ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელ­ შეკ­ რულების საფუძველზე;

გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძ­ველ­ზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებ­უ­ლია თეთრყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები.

4. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებიდან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში დარეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოებზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.   

     მუხლი 51. ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს რეგისტრაცია

1. სამინისტრო აწარმოებს ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი), რომლის წარმოების წესიც განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტით.

2. რეესტრში საწარმოს დარეგისტრირებით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკურმა პირმა - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები;

გ) ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს საწარმოს სტრუქტურის, არსებული ან დაგეგმილი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური პროცესის დეტალურ აღწერას (ხიზილალის გამოსავლიანობის მითითებით). საწარმოს მართვის გეგმა წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

დ) მოქმედი ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს შემთხვევაში - ხიზილალის მწარმოებელი მასალის (ზუთხი) საქართველოში იმპორტის განხორციელებისას გამოყენებული CITES-ის ნებართვა, რომელიც გაცემულია ექსპორტის ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დამოწმებულია ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს 15 სამუშაო დღის ვადაში შეაქვს რეესტრში მონაცემები ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს შესახებ და ანიჭებს მას ინდივიდუალურ კოდს.

4. ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოს შესახებ ინფორმაციას, საწარმოსთვის მინიჭებულ კოდთან ერთად, სამინისტრო 3 დღის ვადაში უგზავნის კონვენციის სამდივნოს.

5. ხიზილალის მწარმოებელი საწარმო კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებულად ითვლება კონვენციის სამდივნოს მიერ რეგისტრაციის დადასტურებისა და შესაბამისი ინფორმაციის კონვენციის სამდივნოს ოფიციალურ ვებგვერდზე (cites.org) არსებულ ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში განთავსების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.  

    მუხლი 6. ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს მინისტრი.

3. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.

4. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ორგანო ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ერთი სარკმლის“ პრინციპის საფუძველზე.

6. შესაძლებელია ნებართვის გამცემმა ორგანოებმა და სამეცნიერო ორგანომ დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლა განა ხორციელონ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

7. სამეცნიერო ორგანო არ მონაწილეობს:

ა) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნებართვის გაცემის პროცესში;

ბ) კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმოსთვის ხიზილალის ექსპორტის ნებართვის გაცემის პროცესში.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №147-ვებგვერდი, 04.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.  

    მუხლი 7. ნებართვის მოქმედების ვადა

1. ნებართვით სარგებლობა ვადიანია.

2. სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვები ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში.

3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინ­ტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 02.10.2012წ.

    მუხლი 8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სანებართვო პირობებს;

გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნე­ბართვა არ გაიცემა, თუ:

ა) ნაკვეთზე თეთრყვავილა ან/და ყოჩივარდა არ არის გაშენებული გან­ცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც;

ბ) სასაქონლო ზომის ბოლქვების/გორგლების სრული ოდენობით მო­პოვების შემთხვევაში – აღნიშნულ ნაკვეთზე ბოლქვების/გორგლების შემ­დგომ მოპოვებამდე არ არის გასული 3 წელი მაინც;

გ) არ არის წარმოდგენილი:

გ.ა) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა;

გ.ბ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის სპე­ციალურ რეესტრში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ­ლის შინაარსი განისაზღვრება სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დე­ბ­­ულებით;

გ.გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

    მუხლი 9. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობანი

ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 91. ნებართვის მფლობელის ვალდებულებანი

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთ­რ­ყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნე­ბარ­თ­ვის მფლობელი ვალდებულია:

ა) თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მო­პო­ვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნა­კვე­თიდან;

ბ) ნებართვის აღებისა და თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების შემდეგ, არა უგვიანეს მოპოვების წლის პირველი ოქტომბრისა, ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურება ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობების მოპოვების ფაქტი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.  

    მუხლი 92. კონვენციის სამდივნოში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს ვალდებულებები

კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია:

ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროში წარადგინოს ექსპორტის ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ორიგინალი, დამოწმებული ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ;

ბ) სამინისტროში წარადგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) შესახებ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე;

გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი;

დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს განხორციელებული ცვლილების შესახებ;

ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის  დადგენილება №119  - ვებგვერდი, 23.03.2015წ.

    მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა

1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სამინისტროს მიერ გასაცემ ფორმაზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმაზე − ციფრით „2“.

2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (ორიგინალი და 3 დამოწმებული ასლი), რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებარ­თვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსად­გენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობათა ნიმუშების ექსპორტისას/რეექსპორტისას ახორციელებს ნებართვის ეგზემპლარების დამოწმებას ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ერთი ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3. კონვენციის სამდივნოს სამინისტროს მიერ წინასწარ ეგზავნება ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და ნებარ­თვაზე ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის ნიმუშები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №147-ვებგვერდი, 04.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 02.10.2012წ.

    მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.

    მუხლი 12. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა

1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ნებართვის გაუქმების და ცვლილებების შეტანის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და კონვენციის შესაბამის წევრ ქვეყანას.

    მუხლი 13. სანებართვო მოსაკრებელი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 14. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი .

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 30.05.2018წ.  

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 2 7 .0 1 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 02.10.2012წ.

 

 

 

 

AFTER USE THIS DOCUMENT SHOULD BE RETURNED TO A MANAGEMENT AUTHORITY OF THE IMPORTING COUNTRY

 

გამოყენების შემდეგ ეს დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს

 


დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 02.10.2012წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია