„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორიმის და მისი მიღების, აღ8იცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
299/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-31
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.035.012.556
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორიმის და მისი მიღების, აღ8იცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.012.556

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №299/ნ

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №21, მუხ. 250) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთაინ ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

2. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) განყოფილება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

                         ა. კვიტაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია