„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2008-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.16.009.012.512
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.512

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №37

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და        წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 28 დეკემბრის №1-3/889 ბრძანების გათვალისწინებით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წ., №175, მუხ. 1791) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ფიქსირებული ტარიფი – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების ტარიფი – 0.019 თეთრი/კვტსთ.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია