იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1371
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2026-03-20
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.22.034.012.490
იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №1371

2008 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 12.04.2017წ.


„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 3​5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 12.04.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 30.08.2024წ.


1. დამტკიცდეს:

ა) იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №2);

გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №3):

გ.ა) ფორმა №1 − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის;

გ.ბ)  ფორმა №2 − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირზე/ინდივიდუალურ მეწარმეზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის;

დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფორმა (დანართი №4);

ე) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის ფორმა (დანართი №5);

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №6);

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №7);

თ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის ფორმა (დანართი №8);

თ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №81);

თ2) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 155 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №82);

თ3) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის ფორმა (დანართი №83);

თ4) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №84);

თ5) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის ფორმა (დანართი №85);

თ6) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფორმა (დანართი №86).

თ7) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 156 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №87);

თ8) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №88);

თ9) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა (დანართი №89).

ი) (ამოღებულია - 11.04.2017, №199);

კ) (ამოღებულია - 30.08.2024, №63);

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №696 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1384

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 12.04.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 30.08.2024წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 25.12.2025წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 16 თებერვლის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 16.02.2026წ.

11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №2) და „დ“-„თ9“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმები განეკუთვნებიან მესამე კატეგორიის − „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):

ა) წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებებით;

ბ) მთლიანად დაფარული დამცავი გილიოშური ბადე, რომელიც დამატებით, დოკუმენტის ცენტრში, დიაგონალზე ქმნის წარწერას „მომსახურების სააგენტო“;

გ) კოპირებისაგან დამცავი მიკროშრიფტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 30.08.2024წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 16 თებერვლის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 16.02.2026წ.

12. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №1) განეკუთვნება პირველი კატეგორიის − „განსაკუთრებით დაცული“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელსაც გააჩნია შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):

ა) უსაფრთხო ბეჭდვა:

ა.ა) ოფსეტური ბეჭდვა;

ა.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა;

ა.გ) ფოტოსურათისა და საიდენტიფიკაციო (ქართულ-ინგლისურენოვანი) მონაცემების/ წარწერების დატანა ლაზერული გრავირების მეთოდით;

ა.დ) სხვადასხვა ტიპის ისეთი სტრუქტურის ბეჭდვა, რომლებიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას და მთლიანობაში ქმნის ბარათის დამცავ ბადეს;

ა.ე) ორფერიანი გილიოში (ორნამენტი) დაბეჭდილი ფერთა გრადაციით;

ა.ვ) ვაზის ქართული ორნამენტი (მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად დატანილი ქართული ორიგინალური ორნამენტი);

ა.ზ) ფოტოსურათის დაცვა ხაზოვანი სტრუქტურით, რომელშიც იკითხება მიკროტექსტები;

ა.თ) ფონში ინტეგრირებული მიკროტექსტი, რომელიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას;

ა.ი) რელიეფური (ამოტვიფრის გზით) დაბეჭდილი მიკროტექსტი;

ა.კ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა;

ბ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები:

ბ.ა) ულტრაიისფერი მელანი (იარაღის მოწმობაზე ულტრაიისფერი მელნით დატანილი გამოსახულებები უხილავია ჩვეულებრივი განათების პირობებში და ხილული ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ);

ბ.ბ) საღებავი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს (რევერსის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სააგენტოს ემბლემა, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს); აბრეშუმისებური ბეჭდვის ტექნოლოგიით შესრულებული დამცავი ნიშანი – ოპტიკურად ცვალებადი ელემენტი – სააგენტოს ემბლემა შესრულებული ოპტიკურად ცვალებადი მელნით;

ბ.გ) რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი გამოსახულება;

გ) ავერსი და რევერსი:

გ.ა) შესრულებულია ცისარტყელისებური ბეჭდვით – დამცავი ბადე A-B-A ბეჭდვის გამოყენებით;

გ.ბ) შესრულებულია ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) ბეჭდვით (ფერთა გრადაციით);

გ.გ) შეიცავს ვაზის ქართული ორნამენტით ბეჭდვას (მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი);

გ.დ) რევერსზე დატანილია უხილავი ულტრაიისფერი მელნით შესრულებული გრაფიკული ელემენტი – სიმბოლო GE, რომელიც ხილულია მხოლოდ ულტრაიისფერი სხივით დასხივებისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 30.08.2024წ.

13. ამ ბრძანებით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე დამცავი ნიშნების (უსაფრთხოების მახასიათებელი) დატანის პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

14. ნებართვის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვასთან ერთად თან იქონიოს სააგენტოს არქივში დაცული, ამავე ნებართვის გაცემის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი, გადასატან-გადასაზიდი ან გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი და სხვა) შემცველი შესაბამისი დოკუმენტის (მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის დოკუმენტის, ინვოისის, მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა) სათანადოდ დამოწმებული ასლი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №63 - ვებგვერდი, 30.08.2024წ.

2. (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №696 - სსმ III, №93, 30.07.2010წ., მუხ.1384

3. 2008 წლის 20 დეკემბრამდე რეგისტრირებული იარაღის მოწმობის მოქმედების ვადა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს რეგისტრაციის და შესაბამისი მოწმობის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში.

4. 2008 წლის 20 დეკემბრამდე გაცემული ნებართვები იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ გაცემის მომენტისათვის დადგენილი ვადით.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი





დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 12.04.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.


იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1

სააგენტო იარაღის რეგისტრაციის მოწმობით და სანებართვო მოწმობების ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად.

მუხლი 2

1. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის (დანართი №2) მიხედვით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეიტანება იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


 

დანართი №2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20 1 7 წლის 11 აპრილის ბრძანება № 199 - ვებგვერდი , 12.04.2017წ.


აქტი №

ქ. თბილისი

„––––“ „–––––––––––“ 20__ წელი

   გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ

№

საქმეთა დასახელება

რაოდენობა

ჩამოსაწერი დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი დოკუმენტის ჩამოწერის სისწორეს.

   ჩამოსაწერი დოკუმენტის

   აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

   პასუხისმგებელი პირი                                                                  /––––––––––/                   

 

 


კრებსითი — სრული ვერსია