,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
911
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-15
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.012.474
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.474

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №911

2008 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანების (სსმ III, 22.07.2008, №103, მუხ.1158) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სპეციალური წოდებისათვის დანამატის მიღების უფლებით სარგებლობენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თანდართული დანართის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია