,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
293
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-12
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.012.468
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.012.468

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №293

2008 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №59, მუხ. 649) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავის საქმიანობას ახორცილებს მათი უშუალო ხელმძღვანელობით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამსახურის უფროსს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია