,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
888
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-12-02
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-08
სარეგისტრაციო კოდი
230.090.000.22.033.012.458
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.012.458

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №888

2008 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებული ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია