,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.10.003.000.635
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2006 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დრო­ებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს 2008 წლის პირველ იანვრამდე დაჯილ­დოებული პირებისათვის საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდო­ებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.“.   

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია