,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-21
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.614
,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, მოწესრიგებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით „საქართველოს სახელ­მწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელ­მწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №132, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბრამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია