სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.012.433
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №770
2008 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2007წ., №35, მუხ. 418) დამტკიცებული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეურნეობის თანამშრომლებს“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე