,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჩხოროწყუს პროფესიული სასწავლებლისა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №34 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
993
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-01
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.404
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჩხოროწყუს პროფესიული სასწავლებლისა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №34 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.404

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №993

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჩხოროწყუს პროფესიული სასწავლებლისა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის №34 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ჩხოროწყუს პროფესიული სასწავლებლისა და ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის 34 ბრძანებით (სსმ III, 21.01.2008 წ., №8, მუხ. 99) დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ცენტრი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

კრებსითი — სრული ვერსია