,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის №15 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
316
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2008-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-25
სარეგისტრაციო კოდი
220.020.040.18.011.012.381
,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის №15 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.18.011.012.381

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №316

2008 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის №15 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 22 იანვრის №15 ბრძანება ,,კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ბრძანებით რეგულირებული ურთიერთობები სსიპ ,,საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ კომპეტენციის სფეროშია და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წლის 14 ნოემბრის №14-11-08/6 წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა მისი გაუქმება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებელი  დ. ამაღლობელი

კრებსითი — სრული ვერსია