,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
248/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-18
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.374
,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.374

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №248/ნ

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის                 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

  „2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, 07.05.2008 წ., №69, მუხლი 739) დამტკიცებულ „ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში“ (დანართი 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები:

ა) 3 წლამდე ასაკის;

ბ) 3-დან 15 წლამდე ასაკის;

გ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 15 წლამდე ასაკის;

დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებული, მაღალმთიან და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები 15 წლამდე ასაკის;

ე) ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის;

ვ) 18 წლამდე ასაკის, რომელთაც ესაჭიროებათ ანტირაბიული სამედიცინო დახმარება (ანტირაბიული საშუალებების გარეშე).

2. პროგრამის სერვისით ვერ ისარგებლებენ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით“ მოსარგებლეები.

3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ა. კვიტაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია