სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.22.027.012.356
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №256
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს შემდეგი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა – ბათუმის და შუახევის რაიონული პროკურატურები.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ივლისის ბრძანება №129 - სსმ III, №84, 12.07.2010, მუხ.1212